ᲚᲔᲞᲢᲝᲞᲔᲑᲘᲡ ᲨᲔᲙᲔᲗᲔᲑᲐ

ეკრანიდან სისტემურ პლატამდე — ლეპტოპის ტექნიკური და პროგრამული პრობლემების დიაგნოსტიკა და შეკეთება თბილისში. ვთავაზობთ ეკრანის, კლავიატურის, დამტენის პორტის, გაგრილების სისტემისა და Windows-ის პროგრამულ სერვისს.

ეკრანი / კლავიატურაპლატის შეკეთებაSSD / RAM განახლება
ლეპტოპის სისტემური პლატისა და გაგრილების სისტემის პროფესიონალური დიაგნოსტიკა
გაგრილება და დიაგნოსტიკა
ლეპტოპის პლატაზე კვების სისტემის ზუსტი დიაგნოსტიკა
სისტემური პლატა
ლეპტოპში SSD-ისა და ოპერატიული მეხსიერების განახლება
SSD / RAM

ᲠᲐ ᲞᲠᲝᲑᲚᲔᲛᲐ ᲐᲥᲕᲡ ᲗᲥᲕᲔᲜᲡ ᲚᲔᲞᲢᲝᲞᲡ?

აირჩიეთ სიმპტომი და ნახეთ, რას ვამოწმებთ.

სითხის მოხვედრისას არ ჩართოთ და არ დატენოთ მოწყობილობა.

სიმპტომი და დიაგნოსტიკა

ᲔᲙᲠᲐᲜᲘᲡᲐ ᲓᲐ ᲒᲐᲛᲝᲡᲐᲮᲣᲚᲔᲑᲘᲡ ᲓᲘᲐᲒᲜᲝᲡᲢᲘᲙᲐ

გატეხილი ეკრანი, ხაზები, ციმციმი ან გამოსახულების არქონა — მიზეზს შემოწმებით ვადგენთ.

  • მატრიცისა და შლეიფის შემოწმება
  • გამოსახულების სიგნალის შემოწმება
  • თავსებადი ნაწილის შერჩევა

შესაძლო მომსახურება

მიზეზის მიხედვით განიხილება ეკრანის, შლეიფის ან კონექტორის შეკეთება/შეცვლა. მატრიცას ვარჩევთ ზუსტი მოდელის, ზომის, გარჩევადობისა და თავსებადობის მიხედვით.

მოგვწერეთ WhatsApp-ში
დაზიანებული და დაბზარული ლეპტოპის ეკრანი

არ ხართ დარწმუნებული? სერვისში შემოწმება პრობლემის მიზეზის გარკვევაში დაგეხმარებათ.

ᲗᲥᲕᲔᲜᲘ ᲚᲔᲞᲢᲝᲞᲘᲡ ᲒᲖᲐ ᲡᲔᲠᲕᲘᲡᲨᲘ

  1. 1

    ᲛᲘᲦᲔᲑᲐ

    მოწყობილობის, კომპლექტაციისა და დაზიანების ისტორიის დაფიქსირება

  2. 2

    ᲓᲘᲐᲒᲜᲝᲡᲢᲘᲙᲐ

    აპარატურული და პროგრამული ტესტები, საჭირო გაზომვები

  3. 3

    ᲨᲔᲗᲐᲜᲮᲛᲔᲑᲐ

    სამუშაოს, ნაწილის, ფასისა და სავარაუდო ვადის წინასწარი დადასტურება

  4. 4

    ᲨᲔᲙᲔᲗᲔᲑᲐ

    კომპონენტური, მექანიკური ან პროგრამული სამუშაო

  5. 5

    ᲢᲔᲡᲢᲘᲠᲔᲑᲐ / ᲩᲐᲑᲐᲠᲔᲑᲐ

    დატვირთვის ტესტი, შედეგის შემოწმება და შესრულებული სამუშაოს გაცნობა

ᲤᲐᲡᲔᲑᲘ ᲓᲐ ᲡᲐᲕᲐᲠᲐᲣᲓᲝ ᲕᲐᲓᲔᲑᲘ

ფასები ეხება მომსახურებას. ნაწილებისა და ფასიანი პროგრამების ლიცენზიების ღირებულება არ შედის. „-დან“ მითითებული თანხა საწყისი ფასია; საბოლოო ღირებულება და სავარაუდო ვადა წინასწარ თანხმდება.

მომსახურებაფასისავარაუდო ვადა
ლეპტოპის დიაგნოსტიკა
30 ₾-დანშემოწმება1–2 სამუშაო დღე
ეკრანის შეცვლა
50 ₾-დანნაწილის გარეშე1–2 სამუშაო დღე
კლავიატურის შეცვლა
50 ₾-დანნაწილის გარეშე1–2 სამუშაო დღე
ბატარეის შეცვლა
20 ₾-დანბატარეის გარეშე1–2 საათი
კვების სისტემისა და პლატის შეკეთება
150 ₾-დანკომპონენტები ცალკე2–5 სამუშაო დღე
წმენდა და თერმული მასალების განახლება
40 ₾-დანსტანდარტული მომსახურება4–6 საათი
კორპუსისა და ანჯამების შეკეთება
80 ₾-დანნაწილები ცალკე1–3 სამუშაო დღე
USB / HDMI / კვების პორტის შეკეთება
60 ₾-დანნაწილის გარეშე1–3 სამუშაო დღე

ᲮᲨᲘᲠᲐᲓ ᲓᲐᲡᲛᲣᲚᲘ ᲙᲘᲗᲮᲕᲔᲑᲘ

მოკლე პასუხები ლეპტოპის ჩაბარებამდე ყველაზე მნიშვნელოვან კითხვებზე.

რამდენ ხანს გრძელდება დიაგნოსტიკა?

დიაგნოსტიკა ჩვეულებრივ 1–2 სამუშაო დღე გრძელდება. ზუსტი ვადა მოწყობილობის მდგომარეობასა და მიმდინარე რიგზეა დამოკიდებული.

შეკეთებამდე გავიგებ ზუსტ ფასს?

დიახ. შემოწმების შემდეგ გაცნობებთ პრობლემას, სამუშაოს ღირებულებასა და სავარაუდო ვადას. შეკეთება მხოლოდ თქვენი თანხმობის შემდეგ იწყება.

ჩემი მონაცემები შენარჩუნდება?

მონაცემების შენარჩუნებას მაქსიმალურად ვუფრთხილდებით, თუმცა დაზიანებული დისკის შემთხვევაში შედეგის გარანტია შეუძლებელია. მნიშვნელოვანი ფაილების სარეზერვო ასლი რეკომენდებულია.

რომელი ბრენდების ლეპტოპებს აკეთებთ?

ვმუშაობთ გავრცელებული ბრენდებისა და მოდელების ლეპტოპებზე. კონკრეტული მოდელის შეკეთების შესაძლებლობასა და ნაწილის თავსებადობას წინასწარ გადავამოწმებთ.

რამდენ ხანს უნდა დაველოდო საჭირო ნაწილს?

ვადა დამოკიდებულია ნაწილის მარაგსა და მოწოდების დროზე. ხელმისაწვდომობას, ფასსა და სავარაუდო ვადას შეკვეთამდე შეგითანხმებთ.

რა უნდა მოვიტანო სერვისში?

მოიტანეთ ლეპტოპი და, კვების ან დატენვის პრობლემის შემთხვევაში, მისი დამტენიც. პერიოდული ხარვეზის მოკლე აღწერა ან ვიდეო დიაგნოსტიკას გაამარტივებს.

ᲓᲐᲒᲕᲘᲙᲐᲕᲨᲘᲠᲓᲘᲗ

დაგვიკავშირდით, მოგვწერეთ ან გვესტუმრეთ სერვის ცენტრში.

ტელეფონი+995 591 47 40 40
სამუშაო საათებიორშ–პარ · 10:00–19:00; შაბ · 11:00–18:00