ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲘᲡ ᲚᲐᲑᲝᲠᲐᲢᲝᲠᲘᲣᲚᲘ ᲐᲦᲓᲒᲔᲜᲐ

HDD, SSD, RAID, NAS, USB და SD მატარებლებიდან მონაცემების უსაფრთხო აღდგენა PC‑3000 და Data Extractor ლაბორატორიული სისტემებით.

PC‑3000 +
Data Extractor
6 ტიპის მატარებელი
HDD, SSD, RAID, NAS, USB და SD
15 წლიანი
გამოცდილება
კონფიდენციალური
პროცესი
სუფთა ლაბორატორიულ გარემოში ხელთათმანებით მყარი დისკის პროფესიონალური გახსნა
HDD ლაბორატორიული გახსნა
USB ფლეშკისა და microSD მეხსიერების მიკროსკოპით დიაგნოსტიკა
USB / SD აღდგენა
SSD და NVMe მეხსიერების ჩიპების ლაბორატორიული დიაგნოსტიკა
SSD / NVMe

ᲠᲐ ᲓᲐᲔᲛᲐᲠᲗᲐ ᲗᲥᲕᲔᲜᲡ ᲛᲝᲜᲐᲪᲔᲛᲔᲑᲡ?

აირჩიეთ სიმპტომი. დაზიანებული მატარებლის განმეორებით ჩართვამ შეიძლება აღდგენის შანსი შეამციროს.

არ ჩართოთ, არ დააფორმატოთ და არ გაუშვათ CHKDSK ან სხვა „Repair“ პროგრამა.

ფიზიკური დაზიანება · HDD-ის თავაკების ბლოკი

ᲓᲘᲡᲙᲘ ᲬᲙᲐᲞᲣᲜᲔᲑᲡ ᲐᲜ ᲐᲦᲐᲠ ᲢᲠᲘᲐᲚᲔᲑᲡ

უჩვეულო ხმა, დაცემა ან დარტყმა შესაძლოა მიუთითებდეს თავაკების ბლოკის, ძრავის ან ზედაპირის ფიზიკურ დაზიანებაზე, ან მიკროპროგრამის ხარვეზზე.

  • არაინვაზიური პირველადი დიაგნოსტიკა და ელექტრონიკის შემოწმება
  • ROM-ის, სამსახურებრივი ზონის, თავაკების რუკისა და ზედაპირის მდგომარეობის შეფასება
  • თავსებადი დონორისა და თავაკების ბლოკის შესაბამისობის განსაზღვრა

ლაბორატორიული პროცესი

PC‑3000-ით კონტროლირებადი წვდომა, საჭიროების შემთხვევაში თავაკების ბლოკის თავსებადი დონორის ნაწილით შეცვლა კონტროლირებულ გარემოში, სექტორული იმიჯინგი Data Extractor-ში და მხოლოდ შემდეგ ფაილების აღდგენა.

მოგვწერეთ მატარებლის მოდელი და სიმპტომი
გახსნილი მყარი დისკის თავაკებისა და ფირფიტის პროფესიონალური შემოწმება

არ ხართ დარწმუნებული? სერვისში შემოწმება პრობლემის მიზეზის გარკვევაში დაგეხმარებათ.

ᲛᲐᲢᲐᲠᲔᲑᲚᲘᲡ ᲒᲖᲐ ᲚᲐᲑᲝᲠᲐᲢᲝᲠᲘᲐᲨᲘ

  1. 1

    ᲨᲔᲬᲧᲕᲘᲢᲔᲗ ᲒᲐᲛᲝᲧᲔᲜᲔᲑᲐ

    არ ჩართოთ და არ სცადოთ თვითნებური შეკეთება

  2. 2

    ᲛᲘᲦᲔᲑᲐ / ᲓᲐᲪᲕᲐ

    მოდელი, ისტორია, პრიორიტეტები და კონფიდენციალურობა

  3. 3

    ᲓᲘᲐᲒᲜᲝᲡᲢᲘᲙᲐ

    PC‑3000 ტესტები, ROM/SA, ელექტრონიკა და მექანიკა

  4. 4

    ᲣᲡᲐᲤᲠᲗᲮᲝ ᲘᲛᲘᲯᲘᲜᲒᲘ

    ორიგინალზე მუშაობის ნაცვლად უსაფრთხო სექტორული ასლის შექმნა

  5. 5

    ᲐᲦᲓᲒᲔᲜᲐ / ᲩᲐᲑᲐᲠᲔᲑᲐ

    ფაილების ამოღება, სტრუქტურის შემოწმება და გადაცემა

შედეგი გამოჩნდება მხოლოდ სერვისის კოდის მოძებნის შემდეგ.

ᲚᲐᲑᲝᲠᲐᲢᲝᲠᲘᲣᲚᲘ ᲨᲔᲤᲐᲡᲔᲑᲐ ᲓᲐ ᲤᲐᲡᲔᲑᲘ

ფასი განისაზღვრება დაზიანების ტიპით, მოცულობით, დონორი ნაწილითა და სამუშაოს სირთულით. აღდგენამდე საჭიროა ლაბორატორიული შეფასება.

მომსახურებაფასისავარაუდო ვადა
სტანდარტული დიაგნოსტიკა
30 ₾1–2 სამუშაო დღე
მატარებლის ლაბორატორიული დიაგნოსტიკა
50 ₾1–3 სამუშაო დღე
წაშლილი / დაფორმატებული მონაცემების ლოგიკური აღდგენა
150 ₾-დან1–5 სამუშაო დღე
არასტაბილური HDD-ის უსაფრთხო სექტორული იმიჯინგი
300 ₾-დან3–15 სამუშაო დღე
თავაკების ბლოკის / მექანიკური დაზიანების შემთხვევა
დიაგნოსტიკის შემდეგინდივიდუალური
SSD / NVMe კონტროლერის ან მიკროპროგრამის შემთხვევა
300 ₾-დან3–15 სამუშაო დღე
RAID / NAS მასივის რეკონსტრუქცია
600 ₾-დანინდივიდუალური
USB ფლეშმეხსიერებიდან / SD ბარათიდან აღდგენა
150 ₾-დან2–10 სამუშაო დღე
დონორი ნაწილები და პრიორიტეტული სამუშაო
ცალკე შეთანხმებითინდივიდუალური

ᲮᲨᲘᲠᲐᲓ ᲓᲐᲡᲛᲣᲚᲘ ᲙᲘᲗᲮᲕᲔᲑᲘ

მნიშვნელოვანი პასუხები აღდგენის შანსზე, ვადაზე, დონორ ნაწილსა და მონაცემების დაცვაზე.

შეიძლება HDD-ის ჩართვა, თუ ის წკაპუნებს?

არა. წკაპუნი ხშირად ფიზიკურ დაზიანებაზე მიუთითებს; ყოველი დამატებითი ჩართვა შეიძლება ზედაპირსა და თავაკებს მეტად დააზიანოს.

რა არის PC‑3000 და Data Extractor?

ეს არის პროფესიონალური ლაბორატორიული სისტემა დაზიანებულ HDD, SSD და სხვა მატარებლებთან კონტროლირებადი მუშაობისთვის. ის გვეხმარება დიაგნოსტიკაში, უსაფრთხო სექტორული ასლის შექმნასა და ფაილების აღდგენაში.

აღდგენის გარანტია წინასწარ არსებობს?

წინასწარი გარანტია შეუძლებელია. აღდგენის რეალური შანსი დგინდება მატარებლის მდგომარეობის, დაზიანებული ზონისა და პირველადი ლაბორატორიული კითხვის შემდეგ.

დაფორმატებული დისკიდან ფაილები ბრუნდება?

ხშირად შესაძლებელია, თუ წაშლის შემდეგ ძველი სექტორები ახალი მონაცემებით არ გადაიწერა. მოწყობილობის გამოყენება შეწყვიტეთ და მასზე არაფერი ჩაწეროთ.

რამდენ ხანს გრძელდება ლაბორატორიული აღდგენა?

ლოგიკურ შემთხვევას შეიძლება 1–5 სამუშაო დღე დასჭირდეს, ხოლო ფიზიკურ დაზიანებას — დაახლოებით 3–15 დღე ან მეტი. ზუსტი ვადა დიაგნოსტიკის შემდეგ თანხმდება.

მონაცემები კონფიდენციალურად მუშავდება?

დიახ. ვამუშავებთ მხოლოდ შეთანხმებულ მატარებელსა და მომხმარებლის მიერ მითითებულ პრიორიტეტულ ფაილებს. აღდგენილი მონაცემები გადაეცემა მხოლოდ დამკვეთს.

15 წლიანი ლაბორატორიული გამოცდილება

ᲛᲝᲜᲐᲪᲔᲛᲔᲑᲘ ᲛᲜᲘᲨᲕᲜᲔᲚᲝᲕᲐᲜᲘᲐ? ᲯᲔᲠ ᲜᲣ ᲩᲐᲠᲗᲐᲕᲗ ᲛᲝᲬᲧᲝᲑᲘᲚᲝᲑᲐᲡ

მოგვწერეთ მატარებლის მოდელი, მოცულობა, დაზიანების ისტორია და რომელი ფაილებია პრიორიტეტული. უსაფრთხო აღდგენა სწორი პირველი ნაბიჯით იწყება.

ტელეფონი+995 591 47 40 40მისამართითბილისი, ცოტნე დადიანის 7ბ/2
სამუშაო საათებიორშ–პარ · 10:00–19:00; შაბ · 11:00–18:00